03:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 13:54:04, 409 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკი - პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია

პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია,- ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ,  ცეზარ ტომჩიკმა ქალაქ ოლშტინში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, “ის, რასაც დღეს პოლონეთში ვაწყდებით, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომია“.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბელარუსთან საზღვარზე არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე და რამდენიმე მეტეოზონდზე, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ტომჩიკმა რიტორიკული კითხვა დასვა: მართლაც აინტერესებს თუ არა რუსეთს, ამინდი პოლონეთში.

მან აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, შეიძლება გამოიყენონ პოლონეთში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

“შეიძლება გამოიყენონ საზოგადოებაში დისკუსიებისა და უთანხმოების გამოსაწვევად, რომ მოქალაქეებმა საკუთარი სახელმწიფოს აღარ დაიჯერონ. რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამაზეა მიმართული“,- განაცხადა ტომჩიკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics