03:26 - 22 Apr, 2026
|
2024-08-27 12:01:00, 341 ნახვა
მსოფლიო
პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტრო - ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის დარტყმას 5 ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასავლეთ სანაპიროზე ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის დარტყმას 5 პალესტინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბანაკზე დარტყმა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ დარტყმის სამიზნე ტერორისტული ჯგუფის სამეთაურო ოთახი იყო. ნურ შამსის ბანაკზე ისრაელმა ბოლო თვეებში იერიში რამდენჯერმე მიიტანა. "ბეთლემის მახლობლად ისრაელელი მოსახლეების მხრიდან თავდასხმის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 პალესტინელი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გავრცელებულ ცნობებს იკვლევენ“,- ნათქვამია პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)