|
2024-08-27 09:19:20, 418 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად
ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მასიურ საჰაერო შეტევაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან ამ საკითხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკითან ისაუბრა. "დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ამ საკითხზე - განვიხილეთ ჩვენი პასუხი რუსეთს - მას ვამზადებთ. ჩვენს ქმედებებს რუსეთის გარკვეულ რაიონებში ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ ისე, როგორც უკრაინას სჭირდება. ბოლო 24 საათში უფრო მეტი კონტროლი გვაქვს, ასევე მორიგ ჯერზე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ 26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 236 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)