|
2024-08-26 15:35:34, 439 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 2024 წლის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ქვეყნის მომავლის საკითხი
თუ მშვიდობა არ იქნა, ვერც სოციალური დახმარებები და სხვადასხვა სახის პროგრამები იქნება მოსახლეობისთვის, ამიტომ არის პრიორიტეტული მშვიდობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას "ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათი მხრიდან სოციალური პრობლემებისთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებით ჰკითხეს. კალაძის თქმით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დღეს, პირველ რიგში, მშვიდობისა და განვითარების გარემოს უზრუნველყოფაა იმისთვის, რომ არსებული თუ დაგეგმილი პროექტები მშვიდობიან გარემოში განხორციელდეს. "გამოწვევები დღესაც არსებობს სოციალური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი პროექტი, რომელიც ხორციელდება და მომავალშია დაგეგმილი, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი ქვეყანაში თუ გვინდა მშვიდობა. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ რა გვინდა - მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ იგივე მდგომარეობა გვინდა, რაც უკრაინაშია. სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანი არის ომი. დღეს არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, შეცდომა დავუშვათ. მომავალი თაობები არ გვაპატიებს ამ შეცდომის დაშვებას, რომელმაც ქვეყანა შეიძლება ათეულობით წლით უკან დახიოს, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება არის მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარება, მშვიდობა და ევროპული მომავალი", - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)