17:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:23:09, 525 ნახვა

საზოგადოება
სანიკიძე: გერმანული მოდელიდან იმ ნაწილს გადმოვიღებთ, რაც დამსაქმებლის ჩართულობას უკავშირდება

"გერმანული მოდელი ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროცესში წამყვანი როლი დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს უჭირავს, ანუ ინდუსტრიას რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება“ , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, გერმანულ მოდელი ნამდვილად წარმატების საწინდარი იქნება.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითუმეტეს როდესაც საქართველოში  ახალი ინვესტიციები ხორციელდება.

"გერმანული სისტემა, არის დუალური განათლების მოდელი, რომელიც ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროცესში წამყვანი როლი დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს უჭირავს, ანუ ინდუსტრიას რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, შემოდის ის მოთხოვნები, რომელიც დღეს ბაზარზე არ არსებობდა.

"ჩვენ არ ვაკეთებთ, ამ მოდელის პირდაპირ გადმოღებას საქართველოში, მაგრამ შესაძლებელია დუალური საგანმანათლებლო სისტემიდან იმ ელემენტების წამოღება, რომელიც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში კერძო სექტორისა და დამსაქმებლის ჩართულობას უკავშირდება. ეს არის ის, რაც შემდგომში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს წარმოგვიდგენს.

რასაც ვაკეთდებთ, ხდება არსებული რესურსებით და ამ არსებული რესურსების გადანაწილებით. თვითონ რეფორმის დროის გაწერა და შესაბამისი რესურსების დაგეგმარება მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც იქნება ჩვენთან ერთად რეფორმაში ჩართული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics