|
2024-08-25 18:53:21, 280 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უნდა შევძლოთ, მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ვიაროთ წინ
მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, დიდი მადლობით დავიწყებ, რადგან რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე,- ასე მიმართა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას. მდინარაძის თქმით, საქართველომ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა იაროს წინ. "მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით და დიდი მადლობით დავიწყებ იმიტომ, რომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს წინაშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება" და არა მხოლოდ “ქართული ოცნება", რაც მთავარია, ქართული სახელმწიფო ისეთი ძლიერია დღეს რომ ამით შეგვიძლია ჩვენ დავიტრაბახოთ, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება და დიდი მადლობა თქვენ. “ქართული ოცნების" ლიდერები ხშირად გამოვდივართ და ვამბობთ ხოლმე, რომ 60 პროცენტიანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ქუდზე კაცი, რატომ? და რატომ სჭირდება რომ არც ერთი ადამიანი, არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც თავისი სამშობლო, თავისი მამული, თავისი რწმენა, ენა, უპირველესად მიაჩნია, სახლში არ დარჩეს იმიტომ, რომ ერთმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი. საკონსტიტუციო უმრავლესობისა, რომელიც უბრალოდ ვინმეს სიმრავლისთვის კი არ სჭირდება, სჭირდება ქვეყნის და გუნდის სიმყარისთვის, რომ ასევე ამაყად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის",- განაცხადა მდინარაძემ. თქვენ ალბათ გახსოვთ 2017 წელს, როდესაც ქალისა და მამაკაცის ერთობაზე ვსაუბრობდით, მაშინ ყველაზე პატრიოტი, ყველა ქართველი ქალი და კაცი ამას მიესალმებოდა, მაგრამ დღეს დადგა დროს, როდესაც მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდას თურმე არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გაგვამყაროთ და ამისათვის სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა სხვა ეროვნულ საკითხებთან ერთად. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მათ ხანდახან წამოსცდებათ კიდევაც რომ არჩევნების შემდეგ ალბათ ქუჩა დასჭირდებათ, ასეთიც მოგისმენიათ ხომ?! იმიტომ, რომ არც ერთ მათგანს, ჩვენი ოპოზიციიდან, არ აქვს იმის იმედი, რომ მიუახლოვდება გამარჯვების რაიმე ნიშნულს. მათ იციან, რომ “ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი იმარჯვებს და ამიტომ არიან პროვოკაციების იმედზე. მაგრამ, როდესაც “ქართული ოცნება" მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ყოველგვარი შანსი და სივრცე პროვოკაციების და ხალხის მოტყუების, მათი, თავისი ამომრჩევლის მოტყუების გაქრება და ამისათვის კიდევ ერთხელ ქუდზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენ სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ. ამიტომ, ჩვენი მთავარი სლოგანი უნდა განვახორციელოთ. უნდა შევძლოთ, რომ ჩვენ მშვიდობით, ჩვენ ღირსებით, ქართველი კაცისა და ქალისათვის დამახასიათებელი ღირსებით და კეთილდღეობით ვიაროთ წინ, ვიაროთ ქვეყნის ერთიანობისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)