|
2024-08-24 16:11:20, 359 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ 115-115 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცვლილი რუსი სამხედროები ტყვედ კურსკის რაიონში იყვნენ აყვანილები. მათივე თქმით, ახლა ყველა გათავისუფლებული ჯარისკაცი ბელარუსში იმყოფება. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო ტყვეები არიან ასახული. ზელენსკის თქმით, დაბრუნებულები მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალებისა და შეიარაღებული ძალების სამხედროები არიან. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათი შუამავლობით გაცვლილი ტყვეების საერთო რაოდენობა ახლა 1788-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)