17:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:08:39, 528 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გამგეობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივ კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ასევე 500, 250 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ პროექტის მიხედვით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ სკვერს მიმდინარე წელს მოაწყობს.

ღონისძიებას ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი გოჩა მიქიაშვილი და ამავე ფაკულტეტის ,,გარემოს დიზაინის,, მოდულის პედაგოგები და ასევე გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტის დეკანატს კონკურსის ორგანიზებისათვის და თავად იდეის ასეთი მხარდაჭერისათვის და რაც მთავარია, მადლობა თქვენ, სტუდენტებს, რომლებმაც ასეთი მონდომებით იმუშავეთ და მართლაც, შთამბეჭდავი პროექტები წარმოადგინეთ.  ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. თქვენი პროფესიის ადამიანები დღეს განსაკუთრებით გვჭირდება და გპირდებით, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ამ წარმოდგენილ პროექტებს აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

„პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მოდულის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და განხორციელდა. გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად, ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული კვარტლის 20-მდე კორპუსის მოსახლეობას ექნება სრულად კეთილმოწყობილი ეზო, სადაც გათვალისწინებულია საბავშვო-სათამაშო, დასასვენებელი ზონების მოწყობა. აქ იქნება სპორტული კუთხე ტრენაჟორებით. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ 10 000მ2 ფართობის შიდა-კვარტალური გზა კეთილმოაწყო.

საკონკურსო ტერიტორიის პროექტირებაზე 30-მდე სტუდენტმა იმუშავა, გამოფენაზე კი, რომელიც 11 თებერვალს სტუ-ს გალერეა „უნივერსში“ გაიმართა, 22 ნამუშევარი გამოიფინა.

პროექტის მთავარი იდეაა, რომ სტუდენტებს, რომლებიც გარემოს დიზაინერის პროფესიას ეუფლებიან, მათ სპეციალობით სწავლის პროცესშივე მიეცეთ პრაქტიკული მუშაობის საშუალება.

ღონისძიებაზე კონკურსში წარდგენილი პროექტების ჩვენებაც გაიმართა. სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, კი საბურთალოს რაიონის გამგებლის ინიციატივით, გამოიცემა კონკურსში მონაწილე პროექტების კატალოგი.

მსგავსი თანამშრომლობა გამგეობასა და გარემოს დიზაინის მიმართულების პედაგოგებს შორის კვლავაც გაგრძელდება“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics