01:07 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 17:37:36, 503 ნახვა

მსოფლიო
მედია - ვოლგოგრადის კოლონიაში პატიმრების მიერ რამდენიმე პირის მძევლად აყვანის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული

ვოლგოგრადის ოლქის გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრების მიერ რამდენიმე პირის მძევლად აყვანის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა დისციპლინური კომისიის სხდომის დროს მოხდა.

რუსულ მედიაში გავრცელებული წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდასხმაში 3-4 პატიმარი მონაწილეობს.

დაღუპულია კოლონიის ერთ-ერთი თანამშრომელი, ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია იმ დროს მიაწოდეს, როდესაც ის უშიშროების საბჭოს სხდომას მართავდა. ამჟამად მძევლად აყვანილთა გასათავისუფლებლად ოპერაცია მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დანაყოფები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics