04:49 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 11:43:52, 272 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ წარადგინა დელეგატები, რომლებიც „ქართულ ოცნებას" დედაქალაქში წარმოადგენენ

ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ “ქართული ოცნების" დელეგატები, რომლებიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების“ დელეგატების წარდგენაზე განაცხადა.

დღეს კობახიძემ წარადგინა დელეგატები, რომლებიც “ქართულ ოცნებას" დედაქალაქში წარმოადგენენ.

“დიდუბე-ჩუღურეთში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელიც დღემდეც გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი დიდუბე-ჩუჟურეთის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ასევე მოქმედი პარლამენტარი დავით კაჭარავა.

რაც შეეხება ვაკეს, ვაკეში “ქართული ოცნების" დელეგატი იქნება  ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მწვრთნელი.

საბურთალოს ოლქში აკაკი ალადაშვილი, რომელიც გახლავთ თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ნაძალადევის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი გამგებელი, თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

გლდანის ოლქში ჩვენი დელეგატი იქნება ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.

ისანში ჩვენი დელეგატი გახლავთ ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი.

და სამგორის ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ვარლამ ლიპარტელიანი, სახელოვანი სპორტსმენი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი.

ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ,  რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება “ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ  პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს.

შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics