05:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 13:01:59, 289 ნახვა

პოლიტიკა
წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე,  მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"ბაგებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ხიდიდან ბაგებისკენ მიმავალი გზა, დოლიძის ქუჩამდე, უკვე ქვედა ფენებშია მოქცეული. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, მისი განახლება და შეცვლა მოხდა. ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. ასევე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გაზის მილების შეცვლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ახალი საპარკინგე ადგილები და ტროტუარები მოეწყობა, რათა ფეხით გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. ახალი მიწისქვეშა ურნები განთავსდება და განათების ბოძები დამონტაჟდება. ელექტროგადამცემი სადენები მთლიანად მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში მთლიანად დასრულებული იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად  საჭირო კაბელ-არხები ეწყობა. რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა, ზოგან კი კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ბოლო ეტაპზე კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, განათების სისტემა, შუქნიშნები და  საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.

დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics