|
2024-08-21 09:16:45, 513 ნახვა
მსოფლიო
ობამა - ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ 4 წლით პრეზიდენტობა
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჭირდება დონალდ ტრამპის კიდევ 4 წლით პრეზიდენტობა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა. ობამას თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რთული ბრძოლა იქნება. მან მოუწოდა მხარდამჭერებს იბრძოლონ ისეთი ქვეყნისთვის, რომლისაც სჯერათ. “ჩვენ არ გვჭირდება კიდევ 4 წელი ხმაური, აურზაური და ქაოსი. ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ და ყველამ ვიცით, რომ მეორე სერია, როგორც წესი უარესია ხოლმე. ტრამპი გახლავთ 78 წლის მილიარდერი, რომელიც არ წყვეტს წუწუნს თავის პრობლემებზე, მას შემდეგ, რაც ცხრა წლის წინ თავის ოქროს ესკალატორზე დადგა. ეს მუდმივი ჩივილისა და უკმაყოფილების ნაკადი ახლა უარესი გახდა, რადგანაც მას ეშინია კამალა ჰარისთან მარცხის. ტრამპის ბავშვური ზედმეტსახელები, კონსპირაციის თეორიები, მხარდამჭერების რაოდენობის უცნაური აკვიატება. ამერიკა მზადაა, ახალი ფურცლის დასაწერად. ამერიკა მზადაა ახალი ისტორიისთვის, ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის. ახლა ჩვენი ბრძოლის დროა ისეთი ამერიკისთვის, რომლისაც ყველა ჩვენგანს სჯერა. ეჭვი არ შეგეპაროთ, ეს იქნება ნამდვილი ბრძოლა მსოფლიო გვაკვირდება, შევძლებთ თუ არა ამის მიღწევას. არც ერთი ქვეყანას და არც ერთ საზოგადოებას არასდროს უცდია, აეშენებინა ისეთი დიდი და მრავალფეროვანი დემოკრატია, როგორიც ჩვენ გვაქვს. როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს, სამყარო უფრო ნათელი ხდება, როდესაც არ ვიცავთ კი ის უფრო მოღუშულია. აშშ-ს არ უნდა იყოს მსოფლიოს პოლიციელი, ჩვენ ვერ ამოვძირკვავთ მთელ ძალადობას და უსამართლობას, მაგრამ ამერიკას შეუძლია და უნდა იყოს კეთილი ძალა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტებს, ებრძვის დაავადებებს. წინ წევს ადამიანის უფლებებს, იცავს პლანეტას კლიმატის ცვლილებისგან, იცავს თავისუფლებას, ამყარებს მშვიდობას. სწორედ ამის სჯერა კამალა ჰარისს და ყველა ამერიკელს”,- აღნიშნა ობამამ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)