01:15 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 17:42:56, 400 ნახვა

რეგიონი
„მომავალი ბათუმშია - ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ - წერს Forbes ბათუმზე

“მომავალი ბათუმშია ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა Forbes აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახანს აღიარებული იქნა, როგორც "ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში" ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის დინამიური განვითარების, მიმზიდველი პირობებისა და მზარდი ტურისტული პოპულარობის წყალობით, ბათუმი რეგიონის ბიზნეს რუკაზე საკვანძო ადგილი ხდება,“ იწყებს სტატიას Forbes-ის პოლონური გამოცემა.

“სტატიაში, გარდა ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისებისა, საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტურის, უძრავი ქონების მზარდ დინამიკასა და მეგობრულ საინვესტიციო გარემოზე. ინვესტორების ინტერესი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროპული გეზის მქონე ქვეყანას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. გარდა ამისა, ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა საგადასახადო შეღავათებისა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაძლებლობას იძლევა, რაც იზიდავს მეწარმეებს სხვადასხვა დარგიდან“, წერია სტატიაში. აჭარაში ტურიზმი მხოლოდ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლება. რეგიონს ბევრად მეტი შეთავაზა შეუძლია. ამის შესანიშნავი მაგალითია აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და ეროვნული პარკებით - რომელთაგანაც სამს ახლახანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მანქანით 30 წუთის გზაზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ თვალწარმტაცი ბუნებით გარშემორტყმული და აღმოაჩინოთ 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან კანიონინგი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წელს, ბათუმის შესახებ სტატიები ასევე, გამოქვეყნდა იაპონური Forbes, საერთაშორისო კომპანია DEUTSCHE WELLE- ს, WANDERLUST-ის და ცნობილი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations გვერდებზე.

სტატია იხილეთ https://www.forbes.pl/life/travel/batumi-w-gruzji-turystyczne-miasto-staje-sie-biznesowym-centrum-regionu/mq5f472 .





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics