|
2016-02-19 10:37:15, 545 ნახვა
საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მსაჯავრდებულებს არასამთავრობო ორგანიზაცია „Fides et Spes” შეხვდა
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების ცენტრმა „Fides et Spes” ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მსჯავრდებულებს მათი უფლებების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მსჯავრდებულებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისრტო ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ატარებს და ამ პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. „გვინდა შეხვედრებს რეგულარული სახე მივცეთ და მიზნობრივ ჯგუფს კონკრეტულ იურიდიულ თემატიკაზე სალექციო მასალა მივაწოდოთ, ასევე, კონსულტაციებიც გავუწიოთ. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვამზადებთ მომდევნო შეხვედრა-ლექციის თემატიკასაც. ვგეგმავთ და სურვილი გვაქვს დავეხმაროთ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს, თუნდაც ენობრივი ბარიერის არსებობის შემთხვევაში“, - აღნიშნა დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე ბაბუნაშვილმა. მარინე ბაბუნაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი მსჯავრდებულებისთვის ორგანიზაციის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იურიდიული კონსულტაციის გაწევა იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „Fides et Spes” (რწმენა და იმედი) 2013 წლიდან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ასევე უწევენ კონსულტაციებს და ადვოკატირებას. სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს მათ მიერ შემუშავებული ქართულ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი გადასცეს საჩუქრად.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)