07:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 11:34:14, 320 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან  ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში მდინარე სუფსაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ თევზჭერას; მდინარე მტკვრის კალაპოტიდან კანონდამრღვევებს 8 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. 

“სახლართი ტიპის ბადეა ამოღებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან. ამასთანავე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან დეპარტამენტის  თანამშრომლებმა 10 ერთეული თევზსაჭერი ე.წ. ფაცერი ამოიღეს. თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნიდან კი, თევზმახე, ე.წ. გოდორყურეა ამოღებული. თევზჭერის წესების 8 ფაქტია აღკვეთილი ზაჰესის მიმდებარედ. მოქალაქეები თევზჭერას აკრძალულ ადგილას - კაშხალთან 500-მეტრიან ზონაში ახდენდნენ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თევზჭერის აკრძალული საშუალებების, ადგილებისა და სანქციების შესახებ ინფორმაცია სრულად იხილეთ: https://des.gov.ge/Ge/News/Details/13910





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics