07:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-19 13:06:48, 711 ნახვა

ომი უკრაინაში
ამერიკელი სენატორი მარკ კელი - კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა

კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციამ შეიძლება, შეცვალოს ომის მიმდინარეობა, - ამის შესახებ ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ განაცხადა.

როგორც კელიმ აღნიშნა, უკრაინის მოულოდნელი შეტევა კურსკის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის შოკისმომგვრელი იყო.

"130 ათასი რუსი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, უკრაინელებმა გააკეთეს რაღაც არაპროგნოზირებადი, რამაც შეიძლება, რეალურად შეცვალოს ამ კონფლიქტის მიმდინარეობა. უკრაინელებს ვლადიმერ პუტინი უკანონოდ დაესხა თავს. მიზანმიმართულად კლავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. აი ეს იყო უკანონო შეჭრა. არ მგონია, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის დიდი ხნის განმავლობაში დაკავება სურთ, მაგრამ ეს ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო პუტინისთვის“, - განაცხადა კელიმ.

კელის თქმით, უკრაინის ოპერაციამ რუსებს უნდა ასწავლოს, რომ მათი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ არის ისეთი შეუდარებელი, როგორც ამას თვითონ ამბობს.

"ის ყოველთვის ცდილობდა, დაეხასიათებინა საკუთარი თავი, როგორც ადამიანი, რომელიც აპირებს რუსეთის დაცვას. ვფიქრობ, რუსეთის მოქალაქეები ხედავენ იმ ყველაფრის შედეგებს, რაც პუტინმა გააკეთა უკრაინაში, ხედავენ, რომ ახლა ისინი გარკვეულწილად რისკის ქვეშ არიან“, - აღნიშნა კელიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics