06:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-16 12:15:26, 469 ნახვა

პოლიტიკა
პატრუშევი - 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს

სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.

პატრუშევის თქმით, "საქართველოს საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირმა ჩარევამ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამოყოფა გამოიწვია".

"ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გამოყოფა. მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი",- აცხადებს პატრუშევი, რომელსაც ასევე კითხვა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ "ოპერაცია კურსკის ოლქში ნატოსა და დასავლური დაზვერვის სამსახურების მონაწილეობით დაიგეგმა".

"ოპერაცია კურსკის რეგიონში ნატოსა და დასავლური დაზვერვის სამსახურების მონაწილეობითაც დაიგეგმა. ეს დანაშაულებრივი ქმედება გამოწვეული იყო ნეონაცისტური კიევის რეჟიმის მოახლოებული გარდაუვალი კოლაფსის წინასწარმეტყველებით... სახელმწიფოები რეგულარულად ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. მათი მონაწილეობისა და პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე კიევი არ გარისკავდა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას",- თქვა პატრუშევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics