2024-08-16 11:20:37, 444 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
დასავლეთ თურქეთში მდებარე 3 პროვინციაში მეხანძრეები ტყის ხანძრების ლიკვიდაციას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 14 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი და 265 სახმელეთო მანქანა, ასევე 1 400 სატყეო მეურნეობის პერსონალია ჩართული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად დაზიანებულია, დაახლოებით, 100 ჰექტარი მიწის ფართობი, 3 სოფლიდან კი მოსახლეობაა ევაკუირებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,