2024-08-15 16:36:23, 448 ნახვა
მსოფლიო
CNN - 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა - უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან
2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზას სექტორში 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
როგორც სამსახური იტყობინება, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაშავებულთა რიცხვი 92 401-ს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორში 40 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,