2024-08-13 17:42:32, 511 ნახვა
მსოფლიო
კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთში, კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ზაიცევმა განაცხადა.
ზაიცევი ამბობს, რომ ხალხი ბევრია, თუმცა მათ წასვლა არ უნდათ.
"ჩვენს რაიონში ევაკუაცია დღევანდელ დღემდე არ ყოფილა. ყველა თავისით წავიდა, არავინ ჩარეულა. დღეს ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, თუ ვის სჭირდება ევაკუაცია“,- აცხადებს ზაიცევი.
ცნობისთვის, კურსკის ოლქში მდებარე ბოლშესოდაცკის რაიონი უკრაინის საზღვართან არ მდებარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,