2024-08-13 16:33:00, 438 ნახვა
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - იემენის დედაქალაქში მდებარე გაეროს ოფისი „ჰუსიტებს“ აქვთ დაკავებული
იემენის დედაქალაქში მდებარე გაეროს ოფისში იემენელი "ჰუსიტები" შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ვოლკერ თურქზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომისრის განცხადებით, "ჰუსიტები" გაეროს შენობაში 3 აგვისტოს შეიჭრნენ და თანამშრომლებს დოკუმენტების, ავეჯისა და მანქანების გადაცემა მოსთხოვეს.
"ანსარ ალაჰის ძალებმა ("ჰუსიტებმა") უნდა დატოვონ შენობა და დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნონ ნივთები“,- ამბობს უმაღლესი კომისარი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,