11:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-13 14:11:53, 415 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება - ისრაელთან დაკავშირებით საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს

თეირანის მიმართ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებებს პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ირანს ისრაელის შეჩერება აქვს გადაწყვეტილი და მოუწოდებს საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს, "ერთხელ და სამუდამოდ შეეწინააღმდეგონ ღაზაში მიმდინარე ომს".

"გაეროს უშიშროების საბჭოს უმოქმედობა და დასავლეთის ქვეყნების მიერ სიონისტური რეჟიმის მხარდაჭერა ღაზას სექტორში კრიზისის რეგიონული გაფართოების მთავარ ფაქტორებს წარმოადგენს...

საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი თავხედურად მოითხოვენ ირანისგან, არ უპასუხოს ისრაელის მიერ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დატოვოს სიონისტური რეჟიმის დანაშაულები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“,- განაცხადა ქანაანმა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოუწოდეს ირანს და მის მოკავშირეებს, ისრაელზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ. როგორც პრეზიდენტ ემანულ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელზე თავდასხმა "გაამძფრებს დაძაბულობას და ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შანსებს საფრთხეს შეუქმნის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics