|
2024-08-13 12:24:44, 397 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - „ოცნების“ აფიორა, თითქოს, არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, ურთიერთობას აშშ-სთან შემდეგ „დაალაგებენ“, არავინ დაიჯეროს!
„ოცნების" აფიორა და ტყუილი, თითქოს, არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან შემდეგ „დაალაგებენ", არავინ არ დაიჯეროს! ამ მთავრობამ არაერთხელ გადაკვეთა შიდა-პოლიტიკური წითელი ხაზები, დაამყარა ავტოკრატია, კორუფციაში ჩაეფლო და ქვეყანა გააღარიბა! ხოლო ახლა უკვე მათ გადაკვეთეს საერთაშორისო წითელი ხაზები და მათ ამ დანაშაულს არავინ აპატიებს,- ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებას. ცისკარიშვილის თქმით, „ჰელსინკის კომისიის განცხადება არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით". „აშშ-ის ევროპასთან თანამშრომლობის და უსაფრთხოების კომისიამ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჰელსინკის კომისია, სადაც შედიან კონგრესის და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები, გუშინ გააკეთა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლ-ცენტრების ქსელის მეშვეობით, ჩართულია საერთაშორისო დანაშაულში, ძარცვას უცხოეთის მოქალაქეებს და ამ შავ კრიმინალურ ფულს იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის და საქართველოში დემოკრატიის გასანადგურებლად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. მეგობრებო, თქვენ მოისმენთ ბევრ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის სანქციების წინა განცხადება, რომ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს - ეს ყველაფერი სწორია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება. ამის გარდა, კიდე რა დასკვნა უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ: ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მკაფიო სიგნალი იმის ნიშნად, რომ ქვეყანას მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით. უნდა გვახსოვდეს, რომ „ოცნების“ აფიორა, რომ თითქოს, თუ ისინი არჩევნებზე გაიმარჯვებენ, შემდეგ მოახერხებენ დასავლეთთან ურთიერთობას „დალაგებას“, ეს არის დიდი „აფიორა“ და ტყუილი. არავინ არ უნდა დაიჯეროს ეს, რადგან ამ მთავრობამ არაერთხელ გადაკვეთა პოლიტიკური წითელი ხაზები, დაამყარა ავტოკრატია, ჩაერთო კორუფციაში, ქვეყანა გააღარიბა, ახლა უკვე მათ გადაკვეთეს საერთაშორისო წითელი ხაზები და ამ დანაშაულს მათ ნამდვილად არავინ არ აპატიებს“,- აცხადებს ცისკარიშვილი. შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა".
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)