|
2024-08-12 16:00:19, 315 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პატარა პარტიების ამომრჩევლის გარკვეული კომპლექსია, რომ ამბობენ, „ნაცი“ არ ვარ და „გირჩს“, „დროას“, „ახალს“ ვუჭერ მხარს - ყველა „ნაცია“ და რანაირად არ ხარ „ნაცი“?!
პატარა პარტიების ამომრჩევლის გარკვეული კომპლექსია, რომ ამბობენ, „ნაცი“ არ ვარ და „გირჩს“ ვუჭერ მხარს, „დროას“ ვუჭერ მხარს, „ახალს“ ვუჭერ მხარს და ვერ იჯერებენ, თავის თავსაც ვეღარ აჯერებენ, რომ „გირჩი“, „დროა“, „ახალი“ - ყველა „ნაცია“ და რანაირად არ ხარ „ნაცი"?! ბარემ, აგერ არის „ნაცმოძრაობა“ და თქვი, რომ „ნაცი“ ხარ და 5-იანს უჭერ მხარს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „წარმოუდგენელი ლოგიკაა, როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან, მაგრამ ამის პარალელურად „გირჩს“, „დროას“, „ახალს“ ან „ლელოს“ უჭერენ მხარს, ვინაიდან, მათ მხოლოდ პარტიებს შეუცვალეს სახელები". „წარმოუდგენელი ლოგიკაა, „ნაცი“ არ ვარ და გვარამიას ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და მელიას ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და ხოშტარიას ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და ჯაფარიძეს ვუჭერ მხარს, „ნაცი“ არ ვარ და მათ რეკეტიორებს და თაღლითებს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ვუჭერ მხარს. რანაირად არ ხარ „ნაცი“? ყველა „ნაცია“ და შენ როგორ, სახელმა შეგიცვალა წარმოდგენა? „ახალი“ დაირქვა გვარამიამ და მელიამ და ნაცი აღარ არის - ხომ წარმოუდგენელია?!“ - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო არითმეტიკა სხვაგვარად მუშაობს და განსხვავებული გემოვნების მქონე ამომრჩევლების პარტიების გაერთიანება პროცენტებს ჯამურად არ ამატებს. ამის მაგალითად მდინარაძემ „ახალის“, „დროას“ და „გირჩის“ გაერთიანება მოიყვანა და განმარტა, რომ საარჩევნო არითმეტიკაში ე.წ. მოკლე ჩართვებია, შესაბამისად, ისინი „პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით, განადგურებულები არიან". „ახალი“ და „დროა“, რუბლები და დოლარები, დაფინანსების წყაროები, ერთმანეთს რომ დაეჯახა, ცოტა მოკლე ჩართვა მისცა იქ და დარჩნენ ისევ 3-4 პოცენტზე. ანუ, საარჩევნო არითმეტიკაში, 3-პროცენტიანს პლუს 2-პროცენტიანი პარტია და პლუს 1-პროცენტიანი პარტია, 6-პროცენტიანი პარტია არ ხდება. საარჩევნო არითმეტიკაში არის სხვანაირად - მოკლე ჩართვებია ხოლმე იქ. მერე, „ახალის“, ანუ იგივე „ნაცმოძრაობის“ მეორე დანაყოფის ამომრჩევლის და „დროას“ ასევე „ნაცმოძრაობის“ რუბლებით დაფინასნებული დანაყოფის ამომრჩევლების გემოვნება, თურმე, არ ემთხვევა ერთმანეთს, აძლევს მოკლე ჩართვას და ისევ 3-4 პროცენტი რჩება და განადგურებულები არიან პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით. შესაბამისად, ისინი ახლა, ყველა დანარჩენი ცდილობს, მიაღწიონ ბარიერს რამენაირად, ვერ ახერხებენ ამას და ამისთვის იბრძვიან. რეალურად, როგორც ჩანს, მათი ამომრჩეველიც ფიქრობს და იმიტომაა ეს მოკლე ჩართვები , რომ თუ „ნაცი“ ვარ, ბარემ „ნაცი“ ვიქნები და 5-იანს შემოვხაზავ - აი ამ ტურბულენტობაში არიან გაჭედილები. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ - პირიქით, ვიღაცას მოსწონს „ნაცმოძრაობა“, გასაგებია, მისი პოლიტიკური გემოვნების ამბავია. ბნელი წარსულის პარტია რომ მოგწონს, ჩემი აზრით, გარკვეული პრობლემაა, მაგრამ მას მოსწონს, რა ჩემი საქმეა, მე ვერ გავაკრიტიკებ ამისათვის; გავაკრიტიკებ მიდგომისათვის, შევეწინააღმდეგები, შევეკამათები, მაგრამ მას თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს",- განაცხადა მდინარაძემ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)