|
2024-08-12 15:54:37, 379 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით
ყველა სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოონ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც "ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული". “როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს საკუთარი საარჩევნო კამპანია. ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები მათგან განსხვავებით. კარგად მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი დაესხა თავს, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა მოწოდებები კეთდებოდა. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორიც არ უნდა იყოს ის - გინდ ფსიქოლოგიური, გინდ ფიზიკური. ყველა უნდა შევეწინაღმდეგოთ ამ ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წახალისდეს“,- განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული. “არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ “ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შებარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. სხვა ყველა ერთად აღებული - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან“,- აღნიშნა მერმა. მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, მეორე მხარეს კი დგანან "ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან". “როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი, წარმოადგენდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და დარბოდე, მაგალითად, ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არ მოაწეროს ხელი ან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს ტყუილი ხომ არ არის? ეს კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ყველაფერი სახეზეა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, სიმშვიდე იყოს და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მეორე მხარეს კი არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, რომელიც იმართება გარედან და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები“,- განაცხადა კალაძემ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)