11:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 13:42:06, 405 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი, შოლცი და სტარმერი მოუწოდებენ ირანს, ისრაელზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მოუწოდეს ირანს და მის მოკავშირეებს, ისრაელზე თავდასხმებისგან თავი შეიკავონ. 

როგორც პრეზიდენტ ემანულ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელზე თავდასხმა "გაამძფრებს დაძაბულობას და ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შანსებს საფრთხეს შეუქმნის".

ლიდერები განცხდებაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ "ბრძოლა ახლა უნდა დასრულდეს და ყველა მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებულია "ჰამასის" მიერ, უნდა გათავისუფლდეს".

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო.

30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა.

შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics