|
2024-08-11 16:38:42, 615 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - უკრაინის დარტყმებზე რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი არ დააყოვნებს
მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაცრი პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Telegram-ზე წერს. როგორც ზახაროვა წერს, ზელენსკიმ, დასავლეთის ბრძანებით, განსხვავებული გზა აირჩია, მან უკრაინის სახელმწიფო აპარატის ნარჩენები ტერორისტულ ძრავად გადააქცია. "აკრძალულმა ორგანიზაცია ISIS-მა ახლახან გამოაცხადა თავი სახელმწიფოდ. იყო მცდელობები, შემოეღოთ საკუთარი ვალუტა და ჩამოეყალიბებინათ კვაზისახელმწიფო. ზელენსკიმ, დასავლეთის ბრძანებით, განსხვავებული გზა აირჩია - მან უკრაინის სახელმწიფო აპარატის ნარჩენები ტერორისტულ ძრავად გადააქცია. იგი დიდი ხნის განმავლობაში იფარავდა თავის ნამდვილ სახეს წარმატებით - დასავლეთში ბევრს სჯეროდა მისი ვითომდა დადებითი ზრახვების. მაგრამ როდესაც საღებავი გადავიდა, ტერორისტული არსი გამოჩნდა. კიევის რეჟიმის ნეონაცისტურმა იდეოლოგიამ შობა საერთაშორისო ტერორისტული ბუდე ბანკოვას ქუჩაზე კიევში, ბანკოვას ქუჩაზე მდებარეობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა, სადაც თავს იყრის შხამიანი ნარჩენი და მისი კვების უზრუნველმყოფელი წყაროები", - წერს ზახაროვა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)