|
2024-08-11 14:08:31, 547 ნახვა
ომი უკრაინაში
სმირნოვი - უკრაინამ ქალაქ კურსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
10 აგვისტოს, გვიან ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კურსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვი Telegram-ზე წერს. როგორც სმირნოვის წერს, უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და დააზიანა. "სამწუხაროდ, უკრაინელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის დაშავებულია 13 ადამიანი, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული", - წერს სმირნოვი Telegram-ზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და Tochka-U ტიპის 4 ტაქტიკური რაკეტა გაანადგურეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)