|
2024-08-10 15:31:47, 401 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე აგვისტოს ომის გამოძიებას 16 წლის შემდეგ ითხოვს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს. ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია. „გამოძიების მიზანი არის ერთი - საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით? - დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)