|
2024-08-08 10:15:13, 422 ნახვა
მსოფლიო
მედია - პეზეშქიანმა ხამენეის სთხოვა, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა თავიდან აიცილონ
ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა ქვეყნის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი, ანონიმურობის გარანტიით, საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, პეზეშქიანმა 85 წლის სულიერ ლიდერს შეხვედრისას უთხრა, რომ "არასასურველ ომში დაძაბულობის ესკალაცია" თავიდან უნდა აირიდონ. როგორც მედია წერს, პეზეშქიანი მიიჩნევს, რომ პოტენციურმა კონფლიქტმა, შესაძლოა, შეაფერხოს მისი პრეზიდენტობა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის დააზიანოს ირანის ეკონომიკა და ქვეყნის კოლაფსი გამოიწვიოს. წყაროები იტყობინებიან, რომ ხამენეის პრეზიდენტის განცხადებაზე არც მხარდაჭერა გამოუხატავს და არც შეშფოთება გამოუთქვამს. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო. 30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა. შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)