11:19 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 17:30:35, 374 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნები მოეწყო

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამჯერად, ზღვისუბნის მე-10 კვარტლის, N32 კორპუსის მიმდებარედ, საფეხბურთო სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრიბუნა.

ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, N31 კორპუსის მიმდებარედ კი, კალათბურთის მოედანი მოეწყო. 630 კვ.მ ფართობზე ხელოვნური წითელი საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, დამონტაჟდა კალათბურთის ორი ფარი.

ხოლო ლოტკინზე, ფირცხალავას ქუჩის N64-ის მიმდებარედ, კომბინირებული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 567 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო, კალათბურთის ორი ფარი დამონტაჟდა და სპეციალური ბადით გადაიხურა.

განახლებული მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხელაძემ ერთად დაათვალიერეს.

"ნაძალადევის რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული მოედნების, ფიტნეს ზონებისა და სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.  ყველა თაობის ადამიანს, განსაკუთრებით კი, მოზარდებს, შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა სპორტული აქტივობით დაკავდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი პროექტების განხორციელებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

აღნიშნული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის   ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში,  366 772 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics