|
2024-08-07 17:16:24, 415 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ენმ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო უნდა გასამართლდეს
წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია, აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ, არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, "პირველად, თარიღი 7 აგვისტო, გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც ეწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბეს, რუსეთის ქმედება კი საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული - ამ ჩანაწერების მიუხედავად, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზოლუციას მხარი დაუჭირა". მისივე თქმით, "ენმ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო უნდა გასამართლდეს". "წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია, აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ, არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად გაჩნდა პირველად ეს თარიღი? 2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში (იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებები), რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის დღედ 8 აგვისტო სახელდებოდა. 2 თვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ “2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან...”. იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული. ასევე ეწერა, რომ “განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა, მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას”. რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო, ამ რეზოლუციას საქართველოს მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა! შესაბამისად, პირველად, თარიღი - 7 აგვისტო, გაჩნდა "ნაცმოძრაობის" მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ თავადვე შექმნეს მტკიცებულება და ბეჭედი დაუსვეს ღალატს, ქვეყნის გაყიდვას და ქართველი სამხედროების უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას, რომ ისინი შეიძლებოდა გასამართლებულიყვნენ ომის დანაშაულისათვის! მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ თავიანთი სამშობლოს გმირები არიან. შეუძლებელია ამ ყველაფერს თავისი სახელი საბოლოოდ არ დაერქვას. "ნაცმოძრაობა" უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ დანაშაულს, რომელსაც ეს სტატუსი ეძღვნება!" - წერს მდინარაძე.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)