|
2024-08-07 16:49:39, 491 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო - საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა
საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ოკუპაციამ ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. "7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთის ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილს. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდხნიანი იმპერიული პოლიტიკისა, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკასთან გამკლავება, აიძულოს იგი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, დაისაჯონ რუსი დამნაშავეები ყველა დანაშაულისა და სისასტიკისთვის",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)