18:56 - 18 Aug, 2026
|
2024-08-07 15:47:43, 1206 ნახვა
სპორტი
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში დამარცხდა
პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-12 საშეჯიბრო დღეს ასპარეზში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლაშა გობაძე (87 კგ) ჩაება. მსოფლიო ჩემპიონი და ამავე რანგის ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატების თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა. მან პირველ შეხვედრაში ალჟირელ ბაშირ სიდ აზარა 2-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. გობაძე მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქეს, სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:8 დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ ნოვიკოვი ფინალში გასვლას მოახერხებს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათიდან დაიწყება.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)