20:08 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 15:01:46, 352 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე - მიშა იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის - ქართული ჯარი კი ყოველთვის იყო და არის საამაყო!

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, „სააკაშვილი იბრძოდა არა ქვეყნისთვის, არამედ სკამისთვის. “ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული პოლიტიკის გატარებაა".

„ვიცით, რუსეთი ოკუპანტია! პირადად მიშა, იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს - სკამისთვის. ქართული ჯარი კი, საამაყო იყო ყოველთვის!

რთული გამოწვევების ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  გააძლიერა არაღიარების პოლიტიკა, მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებით. ომის დამანგრეველი შედეგები ჩვენმა ქვეყანამ და მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, ამიტომ, მშვიდობას და ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს“,- აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics