11:04 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 14:55:17, 349 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე, აშშ-მა „ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა

ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის დასახმარებლად და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების დასაცავად, აშშ-მა ავიამზიდ “თეოდორ რუზველტიდან“ 10 “ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავები და “ი-2-დი ჰოვქის“ ტიპის სადაზვერვო აპარატი ომანის ყურიდან არაიდენტიფიცირებულ ბაზაზე ჩაფრინდა.

ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის საშიშროების ფონზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში სამხედრო რესურსების გაზრდის შესახებ ბრძანება გასცა.

 “აშშ-ის საჰაერო ძალების “ეფ-22“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მოემართებიან ბაზაზე და უახლოეს დღეებში ჩამოვლენ ახლო აღმოსავლეთში",- ამბობს ოფიციალური წარმომადგენელი.

როგორც მედია წერს, უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ყველა თვითმფრინავი ერთად ბაზაზე და ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics