11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 10:18:43, 346 ნახვა

მსოფლიო
რაუფოღლუ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს აფგან სადიგოვის დაუყოვნებლივ გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს,- ამის შესახებ ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რაუფოღლუს განცხადებით, დეპარტამენტი ჟურნალისტის დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობებით "შეწუხებულია".

“ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის",- განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რაუფოღლუს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. სადიგოვს 4 აგვისტოს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics