|
2024-08-06 14:23:39, 504 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია პრეზიდენტზე - ზედაბალი რეიტინგის პოლიტიკოსი ვერასდროს გამოიწვევს დებატებში ისეთ ავტორიტეტულ მოღვაწეს, როგორიც ივანიშვილია
ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასდროს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. ოდიშარიას თქმით, ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა "გაუგებარი პოლიტიკური და რელიგიური განცხადებებით დაიწყო". "სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, ახალი არ არის. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს ოლიმპიადის თამაშის წესებით აკრძალულია, ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასდროს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია... რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო გაუგებარი განცხადებებით რელიგიური მიმართულებით და განცხადებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან",- თქვა ოდიშარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება გუშინ, 5 აგვისტოს მედიასთან შეხვედრაზე გააკეთა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)