10:37 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 13:38:42, 404 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - მინდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, „ქართული ქარტიის“ მიმართ უპირობო მხარდაჭერა და ერთგულება გამოვხატო

"კოალიცია ცვლილებისთვის" სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება "ქართული ქარტიის" მიმართ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ქარტიის შინაარსი "ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას", რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება იმყოფება.

"პირველი, რაც მინდა ვთქვა, ნდობა და სიტყვის ერთგულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ზოგადად, სამართლიანი, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის. ამიტომ, ჩვენ ვრჩებით ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვის ერთგულები.

გარდა ამისა, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც იმყოფება ქართული საზოგადოება და მათ შორის, პოლიტიკური სპექტრი. და ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უყურებთ.

პირველი, ქარტია შეგვიყვანს ჩვენ ევროპაში, დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხვდის იმ მშვიდობის და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველი იმსახურებს.

მეორე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ქარტიაში აღნიშნული ხელისუფლების ფორმირების პრინციპს, ეს არის არაპარტიული პრემიერ-მინისტრი, დროებითი, კონკრეტული მანდატით და ამოცანებით, ევროპასთან შეთანხმებული, მათ შორის, შეზღუდული დროებითი მმართველობა და ეს არის ძალაუფლების კონტროლი, მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან.

შემდეგი, ეს არის სამართლიანი არჩევანი, რომლის მომზადებაც იქნება მთავარი ამოცანა ჩვენი კოალიციური მმართველობის და რომელიც დაუბრუნებს ჩვენს საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

და ბოლოს, ეს არის რუსული კანონის, ყველა იმ რუსული კანონის და რუსული რეპრესიული ინსტიტუტის, ინსტრუმენტების გაუქმება, რომელიც ჩამოაყალიბა "ქართულმა ოცნებამ". სწორედ ამ პრინციპული პოზიციების და შინაარსის გამო, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ არა თუ ვაპირებთ დავემორჩილოთ, არამედ ეს არის ჩვენი განმსაზღვრელი პოლიტიკური გზა და ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან ბევრი კონკრეტული ინიციატივა სრულიად კამპანიის განმავლობაში",- განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics