18:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 13:31:12, 307 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტიპენდია უკვე 20 უნივერსიტეტში - პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა

"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20 პარტნიორ უნივერსიტეტში გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლას სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს.

"საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი გამარჯვებული. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ახლახან პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან და სტუდენტებს, რომლებიც უკვე აქ სწავლობენ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გაიარონ გასაუბრება და გახდნენ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატები.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

"საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა ამ მიმართულებით "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში უკვე დავპარტნიორდით 20 უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი. როგორც პარტნიორების, ასევე სტიპენდიატების რაოდენობა მუდმივად იზრდება. პროექტისადმი გამოვლენილი ინტერესი კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics