2024-08-06 10:58:57, 376 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანიდან გაშვებული „საეჭვო საჰაერო სამიზნე“ ჩამოვაგდეთ, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცეში შემოაღწია
ისრაელის ჯარებმა ლიბანიდან გაშვებული „საეჭვო საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევამდე 45 წუთით ადრე, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე 2 დასახლებაში, კერემ-ბენ-ზიმრასა და ჯიშში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შიშით გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,