2024-08-05 14:03:49, 386 ნახვა
მსოფლიო
საპროტესტო აქციების გამო, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა [ვიდეო]
მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
ჰასინამ, რომელიც მთავრობას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა, ბანგლადეში დატოვა.
შეგახსენებთ, ბანგლადეშში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,