|
2024-08-05 09:37:05, 385 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო
დიდმა ბრიტანეთმა ლიბანიდან საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში წერს. საელჩოს ცნობით, ბრიტანეთის მოქალაქეებმა ლიბანი უნდა დატოვონ ახლა, სანამ კომერციული მოგზაურობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ლიბანში უსაფრთხოების არასტაბილური სიტუაციით. ყველა ბრიტანელმა უნდა დატოვოს ლიბანი ახლავე, ვიდრე კომერციული მარშრუტები ხელმისაწვდომია“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობაა მას შემდეგ, რაც 27 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფებამ იერიშთან რამე კავშირი უარყო. 30 ივლისს, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც "ჰეზბოლას" მეთაური ფუად შუქრი ემსხვერპლა. შუქრის დაღუპვიდან რამდენიმე საათში, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს, რის შემდეგაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელზე "შურს იძიებდა".
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)