16:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 14:16:49, 494 ნახვა

საზოგადოება
ნოდია განათლების რეფორმაზე: რაც პრემიერმა განმარტა, ეს გერმანულ მოდელს არ ნიშნავს, ეს სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულირებაზე მიუთითებს

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გია ნოდის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა დაინერგოს გერმანული განათლების მოდელი საქართველოში, მაშინ როდესაც გერმანულ საუნივერსიტეტო სისტემას თავადაც პრობლემები აქვს. 
ასე გამოეხმაურა ნოდია „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც  საქართველოს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება. 
როგორც ნოდიამ აღნიშნა,  გერმანული საუნივერსიტეტო სისტემა დღეს წარმატებულად არ ითვლება. 
ნოდიას თქმით,  ის რაც პრემიერმა  განმარტა, თავისთავად არ ნიშნავს გერმანულ მოდელს, ეს ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულირებას. 
„ჩემი აზრით პრემიერის განცხადება ცოტა უცნაურია. ეს არაფერს არ  ეფუძნება და   არანაირი  დისკუსია, მსჯელობა   წინ არ უძღოდა. გერმანიას ისტორიულად შეიძლება ძალიან  ძლიერი საუნივერსიტეტო სისტემა ჰქონდა, მაგრამ დღეს არ ითვლება მაინცდამაინც წარმატებულად. გაუგებარია,  რატომ უნდა მივბაძოთ  ზოგადად, გერმანიას.  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული და შემდეგ,  საბჭოთა კავშირის სისტემა იყო, ზოგადად აგებული გერმანულ პრინციპებზე. შეიძლება ითქვას, რომ  ეს მოდელი უკვე გვქონდა.  

რაც პრემიერმა თქვა,  რაღაცნაირად სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, შეზღუდოს თავისუფალი არჩევანი და განსაზღვროს ადგილები თუ სად უნდა წავიდნენ სტუდენტები იმის და მიხედვით თუ რა სჭირდება ქვეყანას. ესეც იყო საბჭოთა კავშირის დროს.  მაგრამ ამის წინასწარ განსაზღვრა მაინც შეუძლებელია.

საბჭოთა კავშირის განათლებიდან გვყავს უამრავი ორდიპლომიანი ტაქსისტი და სამ დიპლომიანი ვაჭრები ბაზარში. ასე რომ მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ განცხადებას, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს   ძალიან ზოგადი განცხადება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.  რატომ სჭირდება გერმანული მოდელი ქვეყანას. რაც  პრემიერმა განმარტა, ეს თავისთავად არ ნიშნავს, გერმანულ მოდელს. ეს ნიშნავს უბრალოდ სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულირებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ გაამართლლებს, მაგრამ გამართლებულიც რომ იყოს არ სჭირდება ამას მთლიანად უმაღლესი განათლების მოდელის შეცვლა. გერმანიას თვითონ აქვს პრობლემები   საუნივერსიტეტო სისტემაში და  ცდილობს გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც უფრო მიუახლოვებს ანგლო-საქსურ სისტემას უმაღლეს განათლებაში. ჩვენ ამ დროს რატომ უნდა მივბაძოთ გერმანიას ეს გაუგებარია“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ გია ნოდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics