18:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 13:30:53, 409 ნახვა

საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს  თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"თენგიზ ცერცვაძე იყო  აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში. მისი ძალისხმევით ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.

2009 წელს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.

თენგიზ ცერცვაძე იყო საქართველოში C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამების უმთავრესი ინიციატორი, გულშემატკივარი და წარმატებით განმახორციელებელი. განსაკუთრებულია მისი წვლილი COVID-19-ის პანდემიის მართვის პროცესში.

თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმიანობაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში.

ცერცვაძეს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ღირსების ორდენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე 1-ელ აგვისტოს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics