|
2024-08-03 16:34:50, 513 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შვეიცარიელი პარტნიორების დახმარებით ყველა შესაბამისი მყინვარი მონიტორინგის სისტემით იქნება დაფარული
სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შოვში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებულ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რომელიც შოვში ტრაგედიის შესაძლო თავიდან აცილებასთან დაკავშირებით თეა გოდოლაძის განცხადებას შეეხებოდა. “არ მინდა, რაღაც კომენტარები გავაკეთო ამ ადამიანის განცხადებებთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა მისი მხრიდან უშუალოდ ტრაგედიის დღეებში და ყველაზე მძიმე ისაა, როდესაც ტრაგედიის დღეებში შეგნებულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი რაც მან გაავრცელა იყო ის, თითქოს ტბა იყო დაგუბებული და ეს ტბა მოწყდა მყინვარიდან. არ მინდა, ამაში შევიდე, არ მინდა, ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება სისტემებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება ჯერ, როცა მთავრობის დამტკიცების დღე იყო, შემდეგ როცა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში ჩავაბარე. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს. შვეიცარიელი პარტნიორია ჩართული ამ ყველაფერში და სათანადო ვადებში ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში, შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება",- აღნიშნა კობახიძემ.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)