20:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 11:07:09, 368 ნახვა

საზოგადოება
ფარულავა - შოვის სტიქიამ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა გამოავლინა

შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა! შოვის სტიქიამ გამოავლინა სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის არაეფექტიანობა, ჩავარდნა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაული. როგორც ყველა მნიშვნელოვანი გამოძიება, შოვის ტრაგედიის გამოძიებაც კვლავ მიმდინარეობს და ჯერაც არ დასრულებულა,- წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

ფარულავას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

“მინდა გამოვყო სამი ძირითადი მიმართულება:

1. შოვის განაშენიანების გეგმა და კორუფციული ინტერესები;

2. სუს-ის იუბილე და დაგვიანებული რეაგირება;

3. სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებში გაგზავნილ შეკითხვაზე მიღებული პასუხები.

მოკლედ:  2018 წელს, კურორტი შოვის განაშენიანების გეგმის მომზადებისას არსებობდა კალაძე-კობახიძის კლანის კონკრეტული კორუფციული ინტერესები, რის გამოც ბუბას ხეობა, როგორც საფრთხე ამოღებული იყო შეფასების დოკუმენტიდან, რაც არჩევნების შემდეგ, მიუკერძოებელი გამოძიების მთავარი მიმართულება იქნება. 

ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობამ, 3 აგვისტოს, სუს-ის იუბილე აღნიშნა მცხეთაში, რესტორან მარანიჰოლში, სადაც იმყოფებოდა პრემიერი და ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელი პირები, რაც რეალურად გახდა სტიქიაზე დაგვიანებული რეაგირების მიზეზი“,- წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.

ეგახსენებთ, 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი კი, დღემდე დაკარგულად ითვლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics