20:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 14:04:59, 294 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისი დაინერგა

უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაზღვევის პოლისის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 121 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლია.

დაზღვევის მსურველ უცხოელ მომხმარებელს საშუალება აქვს, სხვა სერვისებთან ერთად, გამარტივებული, მოქნილი პროცედურით და კონკურენტუნარიანი ღირებულებით, მრავალფეროვანი სადაზღვევო პაკეტი შეიძინოს და საკუთარ ჯანმრთელობაზე საქართველოში ყოფნის პერიოდშიც იზრუნოს.

დაზღვევის პოლისი 1-წლიანია და მოიცავს: პირადი ექიმისა და მარტივად ხელმისაწვდომ სხვა სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; დისტანციურ კონსულტაციას ოჯახის ექიმთან; პროფილაქტიკურ კვლევებს მოცდის პერიოდის გარეშე; კომფორტულ დისტანციურ მომსახურებებს, როგორებიცაა: ანაზღაურების, ელექტრონული მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა; ულიმიტო გეგმურ სტომატოლოგიურ მომსახურებას 50% თანადაფინანსებით.

ახალი სერვისის დანერგვა აუქციონის წესით შერჩეულ სადაზღვევო კომპანია „იმედი L"-ს და იუსტიციის სახლის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სერვისის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდების  პროცესს, „იუსტიციის სახლის" თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და  სადაზღვევო კომპანია „იმედი L"-ის გენერალური დირექტორი ნოდარ გელოვანი პირადად დააკვირდნენ.

იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სერვისების ერთ სივრცეში მიწოდების კუთხით ქვეყანაში წამყვანი უწყებაა, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩვეული მაღალი ხარისხით ემსახურება.

მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით მომხმარებლის საჭიროებების კვლევის საფუძველზე, იუსტიციის სახლი მუდმივად ნერგავს ახალ სერვისებს. დღეისთვის იუსტიციის სახლის სერვისების რაოდენობა 500-ს აღწევს.

ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics