|
2024-08-02 11:18:07, 558 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - მივესალმები რუსეთის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მადლობას უხდის ყველას, ვინც ხელი შეუწყო პატიმრების გაცვლის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მიშელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას. “მივესალმები რუსეთის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დაპატიმრებული 16 ადამიანის გათავისუფლებას. ალსუ, ევან, პოლ, ვლადიმერ და სხვებო, თქვენ უბრუნდებით სახლში თქვენს ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს! მადლობას ვუხდი ყველას, ასევე ევროპაში, ვინც ხელი შეუწყო ამ დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას. ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთში და სხვაგან უკანონოდ დაკავებულთა მხარდაჭერას და მათ გვერდით დგომას“,- წერს მიშელი X-ზე. შეგახსენებთ, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა. გაცვლის პროცესში 26 პირი მონაწილეობდა. რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა, მათ შორის არიან: რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი; პოლიტიკოსები ილია იაშინი და ვლადიმირ ყარა-მურზა; რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბების ყოფილი უფროსები ლილია ჩანიშევა; ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი; აშშ-ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე პოლ უილანი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)