11:17 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 17:58:14, 687 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას და ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების, თ.გ.-ს და ა.გ.-ს საცხოვრებელ სახლში.

"ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება ძმებზე და მათთან ერთად მყოფ პირზე განახორციელეს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე 6 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) დაუსწრებლად წარედგინა. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
სტივენ კინგი - დონალდ ტრამპი - ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე ნებისმიერი მონსტრი, ბოროტმოქმედი თუ სულებით სავსე სასტუმრო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics